პრესრელიზი
21 აგვისტო, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
დიანა ველენგურსკაია
მობ: 599 47 48 54
"Bridgestone Black Sea Cup"-ს ახალი გამარჯვებული ჰყავს
"თეგეტა მოტორსმა" ბათუმში "ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის" გამარჯვებული გამოავლინა
ქალაქ ბათუმში კომპანია „თეგეტა მოტორსმა" იაპონურ კომპანია BRIDGESTONE-თან ერთად უკვე მერვედ ჩაატარა ყოველწლიური შეჯიბრი წყვილთა რბოლაში "Bridgestone Black Sea Cup". საკვალიფიკაციო რბოლაში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა მრბოლელმა. შეჯიბრი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, საბოლოოდ კი გადამწყვეტ რბოლაში 16 ფინალისტს შორის გამარჯვებული გამოვლინდა - ოთარ თავართქილაძე „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის" მფლობელი გახდა. მეორე ადგილი დათა ქაჯაიამ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე გიორგი ნადირაძე გავიდა. საპრიზო ფონდი 8 000 ლარი შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი 4000 ლარი, მეორე 2500, ხოლო მესამე 1500. ოქროს სპონსორებმა, კომპანია „ვისოლმა" და „ბილაინმა"გამარჯვებულეს საჩუქრები გადასცეს.
2012 წლის „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის" ღონისძიებას 2 დღე დაეთმო. პირველ დღეს გაიმართა შეჯიბრი (წყვილთა რბოლა) მოყვარულ მრბოლელებსა და პროფესიონალებს შორის, ხოლო მეორე დღე სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლების რბოლას დაეთმო.
სპეციალურად ამ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ „ბრიჯსტოუნ კორპორეიშენის" და „მიცუბიში კორპორეიშენის" წარმომადგენლები იაპონიიდან, ასევე დელეგაცია კოამპანია Motul-დან. შეჯიბრს ესწრებოდნენ „თეგეტა მოტორსის" ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლები, ბათუმის მერია, კომპანიის სტუმრები და სხვა ოფიციალური პირები. აღნიშნული შეჯიბრი ჩატარდა საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის (FIA-ს ოფიციალური წევრი) ორგანიზებით, ბათუმის ტურიზმის სააგენტოს, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისა და ბათუმის მერიის პატრონაჟით. ღონისძიების მხარდამჭერები: გენერალური სპონსორი კომპანია Motul, ოქროს სპონსორები: „ვისოლი" და „ბილაინი", მხარდამჭერები: „სნო", „რედბული". ღონისძიების მედია მხარდამჭერები: გენერალური სპონსორი „რუსთავი 2", ასევე „აჭარის ტელევიზია", „ახალი არხი", ჟურნალი „ავტობილდი", რადიო „ფორტუნა", „ფორტუნა +", „ავტორადიო" და „არდაიდარდო".
აღნიშნული ღონისძიება ჩატარდება იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ბათუმის კარიბჭესთან".
პირველი ავტორბოლა შედგა 2005 წელს და, მას შემდგომ, აღნიშნული ღონისძიება საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. „ბრიჯსტოუნის შავი ზღვის თასი" საქართველოში გამოირჩევა როგორც პრესტიჟულობით, ასევე ყველაზე მაღალი საპრიზო ფონდით და მასში მონაწილეობს ყველა ლიდერი ქართველი ავტომრბოლელი.